ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ წელს უკვე მეორედ ჩატარდება.

მსოფლიოს ექვსი ქვეყნიდან 400-მდე მოზარდი სხვადასხვა სექციაში 30-ზე მეტ ფილმს წარმოადგენს.

დაგეგმილია დისკუსიები და მასტერკლასებიც. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და კულტურისა და განათლების ფონდის მიერ დაარსებულმა ფესტივალმა წელს ევროპის ფესტივალების ასოციაციის ხარისხის ნიშანი მიიღო.