ბუტა რობაქიძის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
დღევანდელ პროცესზე ბოლო მოწმე, გამომძიებელი ლევან გერგედავა დაკითხეს, რომელიც საქმის ხელახალ გამოძიებაში იყო ჩართული. მან 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა.
მოწმესთან გარკვეული კითხვები ჰქონდა დაცვის მხარეს, რასაც პროცესზე ხმაური მოჰყვა. დაცვის მხარე და ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ 2012 წლის შემდეგ საქმე არასრულყოფილად გამოიძიეს. მათი თქმით, პროკურატურა არ დაინტერესდა იმ მოწმეებით, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ.
დაცვის მხარის კითხვებთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა სოსო რობაქიძემაც, რომელმაც გარკვეული დროის მანძილზე სხდომათა დარბაზიც დატოვა.
შემდეგი სხდომა, რომელზეც დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებენ, 10 სექტემბერს 14 საათზეა ჩანიშნული.