აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოში, დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იწყებს კამპანიას – „მრავალფეროვნება ჩვენი ძალაა“. კამპანია ემსახურება ეთნიკური უმცირესობების შესახებ სტერეოტიპების მსხვრევასა და მათი ჩართულობის გაზრდას საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
სტუმრები: გიორგი ხეჩინაშვილი – პროგრამის მენეჯერი, USAID საქართველოს დემოკრატიის ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისი; სამირა ბაირამოვა – უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი; ივა ფეზუაშვილი – მწერალი, პრემია „საბას“ 2021 წლის გამარჯვებული.
ახალი დღე