საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

„მედიაცია იურისტებისთვის“ – თბილისი ამ სახელწოდების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება მესამედ იმართება, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციტივით. მიზანია საქართველოში მედიაციის პრაქტიკის განვითარება. კონფერენციაზე წარმოდგენილი პრეზენტაციები და დისკუსიები მოიცავს სასამართლო პროცესებში მედიაციის სხვადასხვა ასპექტებს. ფორუმში მონაწილეობენ მედიატორები, იურისტები და მოსამართლეები.