ექსპორტის მხარდამჭერი პროგრამა

უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და საფრანგეთიდან დელეგაციები ესტუმრნენ. ექსპორტის მხარდამჭერ პროგრამას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ USAID-ის მხარდაჭერითა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია OCO Global-ის ჩართულობით ახორციელებს. ე.წ შემსყიდველები უკვე იმყოფებოდნენ ექსპორტიორი კომპანიის საწარმოებში და გაეცნენ იმ შესაძლებლობებს, რაც ქართულ კომპანიებს ექსპორტის მიმართულებით აქვთ. მსგავსი ფორმატით პროგრამა პირველად ხორციელდება. სულ, დახმარებას მიიღებს 50 ქართული კომპანია, რომლებსაც საექსპორტო კავშირებისა და ბაზრების გაფართოება სურთ. სააგენტოს მიზანია, ხელი შუწყოს კომპანიებს, გაიგონ, რა შესაძლებლობები აქვთ უცხოურ ბაზრებზე და დაუკავშირდნენ შემსყიდველებს სხვადასხვა ქვეყანაში.