„მრავალფეროვანი საქართველო“

პირველი არხის კიდევ ერთი ახალი პროექტი -„მრავალფეროვანი საქართველო” იწყება.

დღეიდან საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეუძლიათ, ინფორმაცია სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე მიიღონ. ეს იქნება ინტერნეტ რადიო-ტელევიზია, რომელიც პირდაპირ ეთერში ყოველდღე იმუშავებს.

საზეიმო პრეზენტაცია და გადაცემები, რომლებსაც 20 ახალგაზრდა ჟურნალისტი მოამზადებს.