„ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“ - სემინარი კახეთში

კახეთში ტრენინგ-სემინარი გაიხსნა თემაზე: „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ევროპის დღეების ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. ისაუბრეს შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებსა და გეგმებზე. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. ტრენინგ-სემინარში სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან და ქვემო ქართლიდან 35 ახალგაზრდა მონაწილეობდა.