მოწმეთა გამოკითხვა საგამოძიებო კომისიაში

ხორავას ქუჩის საქმის თავდაპირველი გამოძიების გამო პროკურატურასთან კითხვები „ქართული ოცნების“ დეპუტატებსაც უჩნდებათ.

დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრებს აინტერესებთ, რატომ არ დაიკითხა თავის დროზე მოწმეთა ნაწილი და რატომ არ მოხვდა მათი ჩვენებები საქმის მასალებში, რაც დღეს რამდენიმე მოწმემაც დაადასტურა. სისხლიანი გარჩევის ადგილზე მცხოვრები ოთხი ადამიანი დღეს პარლამენტში მივიდა და პირველი დეკემბრის შემზარავი მკვლელობის დეტალების გახსენება სცადა. რამდენიმე მათგანმა პირადად დაინახა, თუ როგორ დაიწყო მათ ეზოში არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება.