მოსკოვში სამგზავრო ავტობუსი მეტროსადგურ „სლავიანსკი ბულვარის“ მიწისქვეშა გადასასვლელში შევარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა ხუთი, დაშავდა 15-მდე ადამიანი. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე ადამიანს დაეჯახა და მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებზე შევარდა. შემთხვევის ადგილზე მივიდა მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. გამომძიებლებმა ტერაქტის ვერსია გამორიცხეს. ავტობუსის მძღოლი დაკავებულია.