ნატოს ღია კარის პოლიტიკა და რუსეთის მოთხოვნები

მოლაპარაკებების სამი რთული რაუნდის შემდეგ მოსკოვი ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან სასწრაფო წერილობით პასუხებს ელოდება.

სწორედ ამ პასუხებზე იქნება დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს მოკლე ვადებში რუსეთი. ფაქტია, რომ რადენიმე ვარიანტს შორის კრემლს სამხედრო ზომების მიღებაც აქვს დაანონსებული. ჟენევის, ბრიუსელის და ვენის შეხვედრების დასრულების შემდეგ რუსეთი პროვოკაციულ ნაბიჯებსაც არ ერიდება – უკრაინის საზღვართან დაწყებული სამხედრო წვრთნების პარალელურად უკრაინის ვებ-გვერდები კიბერშეტევის სამიზნე ხდება. პოზიციებში დათმობებს გამორიცხავენ აშშ და ნატოც, რომლებმაც რუსეთის წარმომადგენლებს პირდაპირ უთხრეს, რომ ნატოს ღია კარს მოსკოვი ვერ დახურავს და ვერც საქართველო-უკრაინის გაწევრიანების პროცესს დაბლოკავს. დიალოგის სამი რაუნდის დასრულებისთანავე ვაშინგტონი უკრაინაში რუსეთის შეჭრის გეგმაზე საუბრობს. ამერიკული დაზვერვა უკვე ამოწმებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმის მიზნით ხელოვნურ ნიადაგს ამზადებს.

 

დატოვე კომენტარი