მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი და მსუბუქი სახელმძღვანელოები და ბულინგის წინააღმდეგ მიმართული აქტივობები, ეს იმ პრიორიტეტული მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რაზეც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საკომიტეტო მოსმენის დროს ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა ასევე ყურადღება გაამახვილა სკოლების რეაბილიტაციასა და ინკლუზიურ სწავლებაზე. მოხსენების შემდეგ, მინისტრმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მომავალი წლიდან შეძლებს სტუდენტებია მიღებას.