მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი

მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა ხვალ უნდა გამოუცხადოს, მანამდე კი, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება.

ამ წუთებში პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებს „ქართული ოცნების“ ფრაქციის ფორმატში  უსმენენ.  გიორგი გახარია მისი კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან ერთად, დეპუტატებს სამთავრობო პროგრამასა და სამომავლო ხედვებს აცნობს. კანდიდატები დეპუტატების შეკითხვებსაც პასუხობენ.