მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი

პარლამენტი მთავრობას დღეს ნდობას გამოუცხადებს. სხდომა უკვე დაწყებულია. პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებს რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში ახალი მინისტრი მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ეყოლება. აღნიშნულ თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეა წარდგენილი. ახალი მთავრობის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.