მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება – უმრავლესობის დეპუტატების წინაშე დღეს ძალოვანი ბლოკის მინისტრობის კანდიდატები წარდგნენ. მინისტრთა კაბინეტის მომავალმა წევრებმა წარადგინეს სამთავრობო პროგრამა. ყურადღება გამახვილდა ძირითად პრიორიტეტებზე. მოსმენას მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები ესწრებიან.

საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესს თეონა მანაგაძე აშუქებს – ძირითადად რა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება კანდიდატებმა.