მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში

მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პროცესები საკანონმდებლო ორგანოში გრძელდება. დღეს დეპუტატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ასევე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. ისინი კანონმდებლებს საკუთარ ხედვებს გააცნობენ, რასაც კითხვა-პასუხის რეჟიმი მოჰყვება. ამის შემდეგ კი პროცესი ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება. ახალ მთავრობას კი ნდობა საკანონმდებლო ორგანომ ხუთშაბათს, 8 თებერვალს უნდა გამოუცხადოს. მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში გუშინ დაიწყო. კანონმდებლობა განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.