მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. მთავრობის ახალ შემადგენლობასა და პროგრამას რიგგარეშე პლენალურ სხდომაზე ნდობას 24 დეკემბერს გამოუცხადებენ. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ძალოვანი უწყების, ასევე იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

ამ წუთებში განათლებისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, მარიმ სეთურიძე გვეტყვის, რა საკითხზე  გაამახვილეს გამომსვლელებმა ყურადღება.