ქართული ენის კვირეული დაიწყო.
ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების 40 წლის იუბილე მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. მათ შორისაა სპეციალური კონკურსი, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის ტარდება.
პროექტში 10 სახელმწიფო უნივერსიტეტის 400-მდე სტუდენტია ჩართული, რომლებიც ერთმანეთს მართლწერაში ეჯიბრებიან.