მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ დღეს განცხადებები კეთდებოდა მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც ძირითადი განსახილველი თემები იყო ომი უკრაინაში და ევროპის თავდაცვისუნარიანობა. იმსჯელეს აშშ-ის მხრიდან კიევისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ნატო-სა და დონალდ ტრამპის ფაქტორზე.

საერთაშორისო ფორუმის მეორე დღეს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა გერმანიის კანცლერი, უკრაინის პრეზიდენტი, ნატო-ს გენერალური მდივანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. კონფერენცია სამდღიანია და ხვალ ოფიციალურად დაიხურება.