ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის რამდენიმე თანამშრომელი პროკურატურაში დაიბარეს.
საგამოძიებო უწყებას კითხვები პროექტ „იაფ სახლთან“ დაკავშირებით აქვს. პროექტით გათვალისწინებული ოთხი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის მერიამ 2016 წელს ტენდერში გამარჯვებულ აზერბაიჯანულ კომპანიას მილიონ-ნახევარ ლარზე მეტი ავანსად ჩაურიცხა, კომპანიამ კი მიზერული სამუშაოების შემდეგ, თანხა მიითვისა და გაუჩინარდა.
მერიის საქმიანობით პროკურატურა აუდიტის სამსახურის მიმართვის შემდეგ დაინტერესდა.
რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება ყოფილ მერს და მის თანამშრომლებს, ამას სამართალდამცველები გამოძიების შემდეგ გადაწყვეტენ.