მირზა სუბელიანის საქმის განხილვა სასამართლოში დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ფარგლებში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის პროცესი საქალაქო სასამართლოში იმართება.
სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას. არ არის გამორიცხული, დღესვე გამოაცხადოს მოსამართლემ განაჩენიც.
შეგახსენებთ, მირზა სუბელიანი ბრალს აღიარებს. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. დაცვის მხარე კი სუბელიანის გათავისუფლებას შუამდგომლობს.