შს მინისტრს ოპოზიცია პარლამენტში იბარებს

გიორგი გახარია პარლამენტში მიმდინარე კვირაში მივა. შინაგან საქმეთა მინისტრს ოპოზიცია იბარებს. „ევროპული საქართველოს“ წევრებს შეკითხვები არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აქვთ.

სერგი კაპანაძის განცხადებით, მათ ასევე დადგენილების პროექტი შეიმუშავეს, რომლის განხილვასაც „ქართულ ოცნება“ განზრახ აჭიანურებს. „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, დოკუმენტი რეკომენდაციებს, კერძოდ მიხეილ კალანდიასთვის ბრალის წაყენებას, რიგი მაღალჩინოსნების თანამდებობებიდან გათავისუფლებას და მათ წინააღმდეგ ძიების დაწყებას ითვალისწინებს.

მოამბე