დანაშაულის დაფარვის საქმე

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული დ.ღ.-ს პროცესზე, მოსამართლემ შესაძლოა დღეს განაჩენი გამოაცხადოს.

დ.ღ. ხორავას 4 ნომერში დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის დროს, დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა. პროკურატურის მტკიცებით, მან მომხდარის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა მოკლული დავით სარალიძის მამას, გამოძიებას კი ცრუ ჩვენება მისცა.

ბრალდებული არასრულწლოვანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მხარეებს განაჩენთან დაკავშირებით, განსხვავებული მოლოდინები აქვთ.