მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე კვლავ საქალაქო სასამართლოში ინაცვლებს. პირველმა ინსტანციამ მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის ჯგუფურ მკვლელობას ედავება. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ზეწოლასა და პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობენ კალანდიების ოჯახის წევრები. ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბრალდება კვლავ ძველ მტკიცებულებებს ემყარება.