მირზა სუბელიანის საქმე

მირზა სუბელიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. პროკურორმა აღნიშნა, რომ მირზა სუბელიანს ჰქონდა ინფორმაცია პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე, თუმცა არ ითანამშრომლა საგამოძიებო უწყებასთან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზეც იმსჯელა. ადვოკატები ბრალდებულისათვის 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. პროკურატურა კი სუბელიანის კვლავ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის პოზიცია და სუბელიანი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესზე სიტყვით გამოვიდა თავად ბრალდებულიც.