მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე და მიხეილ კალანდიას ეპიზოდი. სასამართლო პროცესზე სასწრაფო დახმარების ის ექიმები დაიკითხნენ, რომლებმაც დავით სარალიძეს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

როგორც ადვოკატმა დახურული სხდომის შემდეგ განაცხადა, მედიკოსების ინფორმაციით, სამედიცინო მანიპულაციის შედეგად მიყენებული ჭრილობის ფორმა მცირედით შეიცვალა, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ბრალდების საქმეზე.

დღესვე კიდევ ერთხელ მოითხოვა ინტერესების დამცველმა პროცესის საჯაროობა, თუმცა მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროცესზე დასწრებას დაზარალებული მხარის ინტერესების დამცველიც ითხოვდა, თუმცა მას განემარტა, რომ პროცესზე დასწრება დავით სარალიძის გამოკითხვამდე არ იქნება შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი