ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის სააპელაციო სასამართლოში.

დაცვის მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაიწყო. მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება სავარაუდოდ ორი პროცესის შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი, მხარეებმა განმარტებები სასამართლოში დაკითხული ახალი მოწმის ჩვენებაზე გააკეთეს.

ექნება თუ არა ამ ჩვენებას გავლენა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, – თეონა ხუბულავა გვეტყვის, თუ როგორ ხსნიან მხარები ახალი მოწმის ჩევენებას.