„მინისტრის საათის“ ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმენენ პარლამენტში. თეა ახვლედიანი ანგარიშის წარდგენას კანონმდებლების წინაშე ერთ საათში დაიწყებს. შემდეგ კი სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. დეპუტატების შეკითხვები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და იქ მცხოვრები ადამიანების საჭიროებებს უკავშირდება. ასევე, საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე გამახვილდება ყურადღება. თეა ახვლედიანის მოსმენას საპარლამენტო ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი დაესწრება, რადგან მეორე ნაწილი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმშია.