პარლამენტში დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენენ. ირაკლი ქარსელაძე კანონმდებლების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარდგება. ოპოზიციონერი დეპუტატების ძირითადი შეკითხვები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დახარჯულ თანხებს შეეხება, ასევე ავტობანის მშენებლობის დასრულების თარიღს. მმართველი გუნდი კი სამომავლო პროექტებით ინტერესდება.