წყლის რესურსების მსოფლიო სამიტი

12:23, 20.04.2024

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე წყლის რესურსების მსოფლიო სამიტის შემაჯამებელ პანელზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებსა და მათ შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2025 წლამდე საქართველოს ქალაქები, ხოლო 2030 წლამდე ქვეყნის სრული მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი წყალმომარაგებით, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან იგეგმება 4 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელება, მათ შორის 1 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები უკვე მიმდინარეობს.

 

მსგავსი