ირაკლი ქარსელაძის კომენტარი რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით

18:20, 14.08.2023

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოწოლილა. პოტენციურ კერასთან დაკავშირებით კი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა. ირაკლი ქარსელაძის მტკიცებით, რიკოთის გზა არის უსაფრთხო და კონკრეტული პირები მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას.

 

მსგავსი