საერთაშორისო კონფერენცია

18:39, 05.11.2024

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საუდის არაბეთის სამეფოში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და ორმხრივი შეხვედრები გამართა.

კონფერენციას საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების სამინისტრო მასპინძლობს და მასში მონაწილეობენ საუდის არაბეთის, კვიპროსის, ქუვეითის, ნეპალის, მალდივის დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის წარმომადგენლები და სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტებიდან. კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ქარსელაძემ შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების მინისტრთან და კვიპროსის ტრანსპორტის მინისტრთან.

მსგავსი