კანდიდატის სტატუსი და პოლიტიკური პოზიციები

საქართველოს მიერ ევრორეკომენდაციის შესრულების შესახებ პირველადი ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. კვლავ განხილვის თემაა რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი კანდიდატის სტატუსის ფარულ საბოტაჟს ეწევა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი თვლის, რომ სტატუსის მიღება მხოლოდ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ოპონენტების მიზანი უცვლელია – ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობა.