მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხა
მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე დღეს პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხა.
მოწმემ ჩვენება დეპუტატ ვალერი გელაშვილის თავდასხმის ეპიზოდზე მისცა, სადაც ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.
ირაკლი ოქრუაშვილმა სააკაშვილი თავდასხმის ორგანიზებაში ამხილა.