მუქარის შემცველი გზავნილი პოლიციელების მისამართით 

ოპოზიციის წარმომადგენლის სკანდალური ვიდეომიმართვა და მოწოდება ძალადობისკენ. ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელს დღეს თავის მართლება მოუხდა. „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში ის ოპოზიციის მხარდამჭერებს პოლიციელის დაჩეხვისკენ და თავის გაჩეჩქვისკენ მოუწოდებს.

მუქარის შემცველი ვიდეოს ავტორს უკვე დღეს საკუთარი სიტყვები უკან მიაქვს და აგრესიულ მოწოდებებს აღელვებას აბრალებს. განმარტებები არასაკმარისი აღმოჩნდა დანარჩენი ოპოზიციისთვის, რომელმაც ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის მოწოდებები დაგმო. თუმცა ეს ოპოზიციის რიგებიდან სამართალდამცავებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.

არქივს სალომე ქოქიაშვილმა გადახედა.