გოგა ხაინდრავას განცხადება

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. ხაინდრავა მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, აბსოლუტურად გასაგებია, რომ ვერანაირი გზით, სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა. ხაინდრავამ ასევე ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატი სწორედ სააკაშვილი იყოს. ხაინდრავას განმარტებით, ეს შეუძლებელია, რადგან სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და ასევე რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული.