ოპოზიციის შეხვედრა

18:21, 18.08.2020

გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქში, საერთო კანდიდატების დასახელებაზე შეთანხმდა. დიდუბეში ოპოზიცია გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ასახელებს, ხოლო საბურთალოზე – ირაკლი ოქრუაშვილი იყრის კენჭს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღეს იმსჯელეს, საარჩევნოდ ხმების დაცვის მექანიზმია. პარტიებმა მემორანდუმის ტექსტს მოაწერეს ხელი, რომ საარჩევნოდ ოპოზიციური ხმების დაცვაზე თანხმდებიან.

კონკრეტული მექანიზმების შემუშავებაზე, შემდეგ შეხვედრებზე იმსჯელებენ.

მსგავსი