ლიბიის ქალაქ მისრატაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაური, დღეს სამშობლოში ბრუნდება.
რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ბათუმში ტრაბზონის გავლით მოემგზავრებიან. ლიბიის საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებით, ისინი ამ დრომდე გაუსვლელობის პირობის ქვეშ იმყოფებოდნენ, რაც ქალაქ მისრატაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობას უკავშირდებოდა. დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემიდან 7 იანვარს გაუჩინარდა, მეზღვაურის ცხედარის პოვნა მხოლოდ 21 იანვარს მოხერხდა. მიმდინარე საგამოძიებო პროცედურების გამო, გემზე მყოფი 18 მეზღვაური ამ დრომდე ვერ ტოვებდა ლიბიის ტერიტორიას. მათ შორის იყვნენ რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძეც.