წყალდიდობის შედეგები ლიბიაში

6000-ზე მეტი დაღუპული და 10 ათასამდე დაკარგული – ასეთია ლიბიაში მომხდარი ძლიერი წყალდიდობისა და ქარიშხლის შედეგები.

სტიქიამ ქვეყნის ინფრასტრუქტურა თითქმის სრულად გაანადგურა, დაღუპულთა რიცხვი კი ყოველ საათში იზრდება. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა კატასტროფულად მაღალ მაჩვენებელს სპეციალისტები ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემების არ არსებობით ხსნიან. ლიბიაში არსებული მძიმე სოციო- ეკონომიკურ მდგომარეობის გათვალისწინებით დაზარალებული ქალაქები დახმარებას ახლა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ითხოვენ. არ არის გამორიცხული, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბოს.