ქართველი მეზღვაური ტყვეობიდან თავისუფალია

ტოგოში დატყვევებული ქართველი მეზღვაური ოთარ ვარდიძე თავისუფალია და ოჯახს დაუბრუნდა. ბათუმში ის ცოტა ხნის წინ ჩავიდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყების ცნობით, ქართველი მეზღვაურის გასათავისუფლებლად,   საბერძნეთში, საელჩოს მეშვეობით აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა გემთმფლობელ კომპანიასთან,

ტოგოს მხარესთან მუშაობდა საქართველოს საელჩო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 4 ნოემბერს, ტოგოში, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს, რის შედეგადაც ქართველი მეზღვაური ოთარ ვარდიძე ტყვეობაში აღმოჩნდა.

დატოვე კომენტარი