ლიბია - გეოპოლიტიკური კონკურენციის ახალი ეპიცენტრი

ლიბიის სამოქალაქო ომი საქართველოს ორი მეზობლის გეოპოლიტიკური კონკურენციის ახალი არეალი ხდება. სირიაში საომარი მოქმედებების შეჩერების შემდეგ ანკარა და მოსკოვი ლიბიაშიც დაპირისპირებულ მხარეთა ბანაკებში აღმოჩნდნენ. თურქეთი ქვეყნის მთავრობის, რუსეთი კი ამბოხებული გენერლის მხარესაა. სწორედ ეს ორი ქვეყანა აკონტროლებს ახლა ლიბიის ბედს.

ნავთობისა და გაზის მომგებიანი რესურსების და გეოსტრატეგიული ამბიციების ბრძოლაში ლიბია ყველაზე ინტერნაციონალიზებული კონფლიქტი ხდება. გაერო-ს მიერ დაწესებული ემბარგოს მიუხედავად, ლიბიაში შეიარაღების მასშტაბური შედინება ხდება.

დატოვე კომენტარი