ლიბიიდან დაბრუნებული მეზღვაურები

ლიბიიდან საქართველოში დაბრუნებული მეზღვაურისა და მისი ახლობლების პრეტენზიას, საგარეო უწყების მხრიდან გამოვლენილი არასათანადო რეაგირების შესახებ, დღეს სამინისტროში უპასუხეს. აქ აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ცნობები, თითქოს ქართველი მეზღვაურების მიმართ შესაბამისმა უწყებებმა უყურადღებობა გამოავლინეს, სიმართლეს არ შეესაბამება და საგარეო უწყება, საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია პირველივე დღიდან აქტიურად იყვნენ ჩართულები ლიბიურ მხარესთან მოლაპარაკებებში.

თავის მხრივ, ბათუმში დაბრუნებული მეზღვაურები აღნიშნავენ, რომ გუშინდელი განცხადებები ემოციურ ფონზე იყო გამოთქმული, რაც საბაჟო კონტროლით გათვალისწინებული პროცედურების გაჭიანურებამ გამოიწვია. რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე საგარეო უწყებას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან.