მეზღვაურთა გათავისუფლება

2017 წელს ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საქართველოს სამმა მოქალაქემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა გათავისუფლებულები საქართველოში რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ.

სამი მეზღვაური ლიბიის ტერიტორიულ წყლებში 2017 წელს დააკავეს. თავდაპირველად სასამართლომ მათ რამდენიმე ბრალდება წაუყენა, კერძოდ ნავთობის უკანონოდ გადაზიდვა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება. არსებული ინფორმაციით, მათ ყველა ბრალდება მოხსნილი აქვთ.