42° პარალელი - ლიბიის სამოქალაქო ომი / ზელენსკი Vs პოროშენკო - მეორე რაუნდი / „ცუდი სამარიტელები“: საგარეო დახმარება და მისი თანმდევი პრობლემები
  • ლიბიის სამოქალაქო ომი – ლიბიაში სამხედრო კონფლიქტს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის დედაქალაქის აღებას გენერალი ხალიფა ჰაფთარი ცდილობს. ლიბიის ხელისუფლება ამბოხებულებს ომის დანაშაულში სდებს ბრალს. კონფლიქტს ჰყავს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ომმა ევროპის მიმართულებით ახალი მიგრაციული ნაკადების საშიშროება გააჩინა. გივი ბარამიძის სიუჟეტი.
  • ზელენსკი Vs პოროშენკო – მეორე რაუნდი – 19 აპრილს, 19:00 საათზე კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები გაიმართა. მასში სახელმწიფოს მოქმედი ხელმძღვანელი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობდნენ. დებატების ადგილი პოროშენკოს ოპონენტმა შეარჩია, რომელმაც უარი განაცხადა საზოგადოებრივი ტელეარხის ეთერში დისკუსიის ფორმატზე. გიორგი გვიმრაძე და რეზი ქოიავა მოგითხრობთ საპრეზიდენტო დებატების და არჩევნების მეორე ტურის შესახებ.
  • „ცუდი სამარიტელები“: საგარეო დახმარება და მისი თანმდევი პრობლემები – მედიაში ხშირად ვხედავთ გულისამაჩუყებელ კადრებს, დასავლური საზოგადოების მხრიდან მესამე სამყაროს ქვეყნების დახმარების შესახებ. პოპ-ვარსკვლავები საქველმოქმედო კონცერტებს მართავენ, ცნობილი მსახიობები კი მშვიდობის ელჩების სტატუსით ცდილობენ სიღარიბესთან ბრძოლას. თავის მხრივ, მდიდარი სახელმწიფოები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ სიღარიბის დაძლევაზე, მაგრამ სამწუხაროდ გაწეული საგარეო დახმარება ხშირად დასახულ მიზნებს ვერ აღწევს. ტატო ხუნდაძე მოგვითხრობს საგარეო დახმარების უმთავრეს პრობლემებზე.

42° პარალელი