42° პარალელი - ებრაული იურისდიქცია გოლანის პლატოზე / ინტერვიუ ნატოს გენერალურ მდივანთან / კუნძული, რომელმაც მსოფლიოს ისტორია შეცვალა
  • ებრაული იურისდიქცია გოლანის პლატოზე – გოლანის საკითხის მშვიდობიანად მოგვარების რამდენიმე მცდელობა იყო, უკანასკნელი 2008-09 წლებში. მაგრამ ისრაელსა და სირიას შორის შეთანხმება პირობების გამო ვერ შედგა – ისრაელი გოლანის ტერიტორიას 1967 წლის სტატუს-კვოთი სირიას უთმობდა სამშვიდობო ხელშეკრულების, სირიის მიერ ისრაელის აღიარების და ირანსა და ჰეზბოლასთან კავშირის გაწყვეტის სანაცვლოდ. იხილეთ შოთა თხელიძის სიუჟეტი.
  • ინტერვიუ ნატოს გენერალურ მდივანთან – რა გამოწვევების წინაშე დგას ნატო, როგორია მისი გაფართოების პოლიტიკა, საუბარი თბილისში ვიზიტით მყოფ იან სტოლტენბერგთან, ნატოს გენერალურ მდივანთან. ინტერიუს უძღვება გიორგი გვიმრაძე.
  • კუნძული, რომელმაც მსოფლიოს ისტორია შეცვალა – ზუსტად 50 წლის წინ, 1969 წლის მარტში კუნძულ დამანსკისთვის საბჭოთა და ჩინურ არმიებს შორის გადამწყვეტი ბრძოლები შედგა. ორ კომუნისტურ ქვეყანას შორის სასაზღვრო შეტაკებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მომავალი სამყაროს მოწყობაზე. საბჭოთა კავშირისგან დაცვის ძიებაში ჩინეთი აშშ-ს დაუახლოვდა. ამჟამად კონფლიქტი დამანსკთან მოსკოვისა და პეკინისთვის თავის ტკივილს წარმოადგენს. იხილეთ რეზი ქოიავას სიუჟეტი.

42° პარალელი

  

დატოვე კომენტარი