42° პარალელი - სასწაული ჰანოიში არ შედგა / ეკონომიკური განვითარების სირთულეები / მოლდოვა ნაციონალური იდენტობის ძიებაში
  • სასწაული ჰანოიში არ შედგა – ტრამპის და კიმის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა – აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გამართულმა შეხვედრამ მოლოდინები ვერ გაამართლა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სამიტის შემდგომ დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრ ლი იონ ჰოს განცხადებებიდან ჩანს, რომ პრობლემად იქცა საფასური, რომელიც ჩრდილოეთ კორეელებმა მოითხოვეს იონბიონის ბირთვული ცენტრის დემონტაჟის სანაცვლოდ. რევაზ ქოიავა მოგითხრობთ ჰანოიში გამართული სამიტის შესახებ.
  • ეკონომიკური განვითარების სირთულეები – ინტერვიუ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორთან ჰა-ჯუნ ჩანგთან – ცნობილი ეკონომისტი ჰა-ჯუნ ჩანგი, პირველ არხთან ინტერვიუში საუბრობს სინგაპურის განვითარების სასწაულზე და ამსხვრევს საქართველოში დამკვიდრებულ მითს, იმის თაობაზე რომ სინგაპური თავისუფალი ბაზრის მექაა. იგი ასევე გვესაუბრება თუ როგორ აცდა, თანამედროვე ეკონომიკური თეორია რეალობას და რატომ შეიძლება აღმოჩნდეს თავისუფალი ვაჭრობა ცუდი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. იგი არის რამდენიმე მსოფლიო ბესტსელერის ავტორი, მათ შორის: Kicking Away the Ladder (2003), Bad Samaritans: The Myth of Free Trade and the Secret History of Capitalism (2008) და 23 Things They Don’t Tell You About Capitalism (2012). პროფესორ ჩანგს ტატო ხუნდაძე ესაუბრა.
  • მოლდოვა ნაციონალური იდენტობის ძიებაში – მოლდოვური ელიტების მიერ მოსახლეობისთვის მიმზიდველი ნაციონალური იდენტობის ან ეროვნული იდეის ჩამოყალიბების შეუძლებლობა მოლდოვური სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევად რჩება. ნაციონალური იდენტობის პრობლემა მულტიეთნიკური მოლდოვური საზოგადოების ინტეგრაციის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია. თვითონ ეთნიკურად მოლდოვურ უმრავლესობაშიც მოლდოვის ისტორიის, ეროვნული სიმბოლიკების, ღირებულებებისა და ენის მიმართაც აზრთა სხვადასხვაობაა. შოთა თხელიძის სიუჟეტი.

42° პარალელი