გარემოს დამცველების ყურადღების ცენტრშია თბილისის მეწყერსაშიში ზონა.
ვაშლიჯვრის ფერდობზე გაჩენილი მეწყრული კერის ადგილზე პირველადი გადაუდებელი სამუშაოები დასრულებულია. მეწყრის დაძვრის პრევენციისთვის გარკვეული მოცულობის მიწა მოიჭრა, მიწის მასით ამოვსებული ნაპრალის 24-საათიანი კონტროლისთვის დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემაც. ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე მერია ამ ეტაპზე ყველა საფრთხეს განეიტრალებულად აცხადებს და გრძელვადიან სამუშაოებს აანონსებს. ფერდის გამაგრების პროექტს დედაქალაქის მთავრობა უახლოეს პერიოდში წარმოადგენს, მანამდე კი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ცალმხრივად კვლავ აკრძალული რჩება.