სამუშაო ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ

რუსთავის მერმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გაწეული სამუშაოს ანგარიში წარადგინა. ნინო ლაცაბიძის განმარტებით, ქალაქში ავტომატური მონიტორინგის სისტემა უკვე 32 საწარმოში მუშაობს.

ევროსტანდარტების შესაბამისი 40 ახალი ავტობუსი, ენერგოეფექტიანი პროექტები, ახალი რეკრეაციული ზონები, ეკოპროექტები – ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც რუსთავის მერის განცხადებით, ბოლო წლებში პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.