სტიქიური პროცესები - სპეციალისტების რეკომენდაციები

გლობალური დათბობის და კლიმატის ცვლილებების ფონზე გარემოს დამცველები სტიქიების კიდევ უფრო გახშირებას პროგნოზირებენ და ხელისუფლებისგან საკოორდინაციო მექანიზმების გაძლიერებას ითხოვენ. სპეციალისტებს ასევე აინტერესებთ, შოვის ტრაგედიის შემდეგ რა ეტაპზეა ადრეული გაფრთხილების სისტემების ამოქმედება და რა შეცვალა გაზრდილი საფრთხეების კვალდაკვალ სამოქმედო სტრატეგიაში მთავრობამ. გარემოს დამცველების მთავარი რეკომენდაციაა, რომ უწყებებს შორის კოორდინაცია გაიზარდოს, ყველაზე რისკის შემცველი ზონების რუქა მომზადდეს და ადგილზე მონიტორინგი დაიწყოს.

11 დაღუპული, უსახლკაროდ დარჩენილი ათეულობით ოჯახი და დამეწყრილი სოფლები – ასეთია ბოლო დღეებში აჭარასა და იმერეთში გააქტიურებული მეწყერების შედეგი.