პირობების წერილობითი დადასტურების მოთხოვნით, მეშახტეები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. უსაფრთხოების ნორმების მოწესრიგებასთან ერთად, შეუცვლელი საკითხია პრემიერის დაპირების მტკიცებულებად ქცევა.
ხმაურიანი აქციის მონაწილეებმა საქნახშირის დირექტორად საკუთარი კანდიდატიც დაასახელეს და მოქმედი ხელმძღვანელი მომხდარ ტრაგედიაში ღიად დაადანაშაულეს. აქციებისა და პროტესტის მე-3 დღე.