ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. ქვანახშირის მოპოვებაზე დასაქმებულები კომპანია საქ-ნახშირის მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლებას და შახტში სამუშაო პროცესის აღდგენის შემდეგ, ანაზღაურების გარანტიებს ითხოვდნენ. ამ წუთებში მეშახტეები გამგეობის შენობასთან არიან შეკრებილები სადაც დასაქმებულები რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს უნდა შეხვდნენ.